რა განსხვავებაა კლავიატურებს შორის?
- პროექტის სახელი: რა განსხვავებაა კლავიატურებს შორის?
- პროექტის მოკლე აღწერა: კომპიუტერის კლავიატურის სხვადასხვა სახეობის გაცნობა და განსხვავება მათ შორის.
- პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას კლავიატურის შესახებ, რამდენი სახის კლავიატურა შეიძლება შეგვხვდეს და რა განსხვავება ამ სახეობებს შორის. შემდეგ მოსწავლეები თარგმნიან მოპოვებულ ინფორმაციას, რადგან ეს ინფორმაცია ინგლისურ ენაზეა და არკვევენ მათგან რომელია პრაქტიკული და მოსახერხებელი კომპიუტერში ინფორმაციის შესატანად, სწრაფად ბეჭდვისთვის. ამისათვის მოსწავლეები იყოფა 4 ჯგუფად. თითოეული ჯგუფი ირჩევს ერთ–ერთ სახეობას და კლავიატურის კლავიშებზე აკრავენ არჩეული კლავიატურის კლავიშების განლაგების მიხედვით, წებოვან ფურცლებს, რომლებზეც წერია შესაბამისი შრიფტები. შემდეგ ცდილობენ გაარკვიონ თუ რომელი სახის კლავიატურაა მოსახერხებელი და პრაქტიკული სწრაფად ბეჭდვისთვის.
- მონაწილეთა ასაკი/კლასი: VII-IX კლასი.
- ვადები/ხანგრძლივობა: ერთი კვირა.
- პროექტის შესაძლო აქტივობები: მოსწავლეების კომპიუტერთან მუშაობა, ინფორმაციის მოძიება. ტექნიკური ინგლისური ლექსიკის გამდიდრება. ჯგუფებში მუშაობა. კლავიატურის აწყობა(ფერადი წებოვანი ფურცლების, რომელზეც შრიფტებია, კლავიატურაზე დაკვრა).
- მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შექმნას: მოსწავლეები გაეცნობიან სხვადასხვა სახის კლავიატურას, მათ შორის განსხვავებასა და უპირატესობებს. გაიმდიდრებენ ტექნიკური ინგლისური ლექსიკის მარაგს.
- სარგებელი სხვებისთვის: გაეცნობიან სხვადასხვა სახის კლავიატურას, რომლებიც დღეს პრაქტიკულად არ გამოიყენება, შეძლებენ გაარკვიონ რამდენად პრაქტიკულია მათი გამოყენება.
- მონაწილეები სხვა სკოლებიდან: არა
- საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ინფორმატიკა – იყენებენ ისტ–ის რესურსებსა და ელექტრონულ ინფორმაციას, პრობლემის გადაჭრისა და სხვა საკლასო აქტივობებისათვის. იყენებს ისტ–ის საშუალებებსა და გლობალურ ქსელში არსებულ ინფორმაციას ზოგადი უნარების დასახვეწად. განუვითარდებათ თანამშრომლობის და ჯგუფური მუშაობის უნარი.
უცხო ენა – ინფორმაციის ინტერნეტში მოძიება და გადათარგმნა.
- პროექტის ფასილიტატორი: ნინო კვაჭანტირაძე
- ფასილიტატორის ელ–ფოსტა: ninikvachantiradze@gmail.com
No comments:
Post a Comment